24 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
"ოცნებაში" დაპირისპირება გრძელდება - ეკა ბესელიასთვის ვიცესპიკერების ფლიგელში კაბინეტი ზაფხულში მოაწყვეს

ქართული ოცნების შიდა დაპირისპირება ჯერ კიდევ გრძელდება. სავარაუდოდ, იანვარში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნება, რომელზეც საბოლოოდ გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას გუნდი.

პარლამენტის აპარატში ადასტურებენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვიცესპიკერად ეკა ბესელიას გადაყვანა საკანონდებლო ორგანოში მოსამართლეების 10-კაციანი სიის შეტანამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომა სასამართლოს არ უკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიასთვის საგანგებოდ ვიცესპიკერების ფლიგელში კაბინეტის მოწყობა ზაფხულში გადაწყდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამ დრომდე ლონდონში იმყოფება. შეკითხვებსა და ბრალდებებს ეკა ბესელია ორშაბათს უპასუხებს. იქამდე კი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს მარტო ხვდება. მასთან ეკა ბესელიას თანამოაზრე მირიან წიკლაურიც იმყოფებოდა.

დაპირისპირების მიუხედავად, ქართული ოცნების წევრები საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას გამორიცხავენ. პარტიაში იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას შეინარჩუნებენ.

დღის ამბები