19 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
საახალწლო მილოცვები და უძველესი გაზეთებიდან შემორჩენილი საახალწლო ღონისძიებების ანონსი

საახალწლო მილოცვები და უძველესი გაზეთებიდან შემორჩენილი საახალწლო ღონისძიებების ანონსი - კურიერმა შეისწავლა, თუ როგორ ხვდებოდნენ გასული საუკუნის დასაწყისში ახალ წელს.

ნაძვის ხის ყველაზე ძველი ფოტო, რომელიც 1913 წლით თარიღდება, ისტორიას ეროვნულმა არქივმა შემოუნახა. უცნობია, ვის ეკუთვნის სახლი და ახალი წლის მთავარი ატრიბუტი.

თბილისში ძველად პასკევიჩის ახლა კი ქიქოძის ქუჩის, სავარაუდოდ, 9 ნომერში გადაღებული სურათები არქივში 1963 წლიდან ინახება.

ეს კოლექცია ძირითადად სახლის ინტერიერის ფოტოებისგან შედგება. სურათებში მდიდრული და გამორჩეული დიზაინის ოთახები ჩანს.

დროებაში, ივერიასა თუ ცნობის ფურცელში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან იბეჭდებოდა იმდროინდელი გავლენიანი პირების საახალწლო მილოცვები.

ცნობის ფურცელში 1901 წელს გამოქვეყნდა, თუ სად შეხვდებოდნენ წვეულებით თბილისელები მე-20 საუკუნეს. იმდროინდელი ქართული პრესის ფურცლებზე სხვადასხვა საახალწლო რჩევებიც გვხვდება. 

დღის ამბები