25 აპრილი 2024,   19:41
ვრცლად
რეგიონული მედიის ინფორმაციით, ქუთაისის მერმა 21 წლის წინ გარდაცვლილი მომღერალი შეხვედრაზე დაიბარა

21 წლის წინ დაღუპული მომღერალი ქუთაისის მერმა გასაუბრებაზე დაიბარა. გიორგი ჭიღვარიას ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და მასთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ "ქუთაისი თუდეიმ" გაავრცელა.

ქუთაისის მერი განმარტავს, რომ მან არა ზურაბ ანჯაფარიძესთან, არამედ მის მეუღლესთან გასაუბრება ისურვა. გიორგი  ჭიღვარიას განცხადებით, გარდაცვლილი მომღერლის მეუღლე მასთან  ერთი წლის წინ იყო მისული და მუზეუმის გახსნას ითხოვდა.

გიორგი ჭიღვარიას შეფასებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან გარდაცვლილი მომღერალი დაიბარა გასაუბრებაზე, პროვოკაციაა.

„გარდაცვლილი მომღერლის მუზეუმის შექმნაზე იყო საუბარი. არ დამიბარებია, თვითონ მოვიდა და ვისაუბრეთ მუზეუმზე, რომლის შექმნაც უნდოდა მისი გარდაცვლილი მეუღლისათვის. თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო, გარდაცვლილი იყო თუ არა რა თქმა უნდა პროვოკაციაა და მიზანმიმართულად ცდილობენ დისკრიმინაციას, რომელზეც მე პასუხსაც არ გავცემ,“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ

დღის ამბები