18 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
ჰარბინში ყინულის ფესტივალი გაიხსნა - 35 გრადუსიან ყინვაში 47 წყვილი დაქორწინდა

ჰარბინში ყინულის ფესტივალი გაიხსნა. პირველი ღონისძიება რომელსაც ყინულისა და თოვლის საოცრებათა ქალაქმა უმასპინძლა ტრადიციულად მასობრივი ქორწილი გახდა. მინუს 35 გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, ჰარბინში 47 წყვილი შეიკრიბა და მასობრივი ქორწილის რეკორდი დაამყარა.

ახალდაქორწინებულები ძირითადად ჩინელები არიან. გამორჩეულია მხოლოდ ერთი წყვილი, რომელიც ჰარბინში სპეციალურად იტალიიდან ჩავიდა.

ახალდაქორწინებულებისთვის ყინულის ქალაქის მასპინძლებმა საჩუქრები და საზეიმო სუფრა მოამზადეს. ჰარბინის ყინულის ფესტივალი გუშინ ღამით გრანდიოზული ფოიერვერკებით გაიხსნა.

საოცრებათა ქალაქი დამთვალიერებელს 5 თებერვლამდე უმასპინძლებს. ყინულის ქალაქში წელს მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.

დღის ამბები