18 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
ველისციხის ინციდენტი - პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ველისციხის ინციდენტის მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა. თენგიზ ჯანიაშვილს სხვა პირებთან ერთად, 16 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის, შოთა დალაქიშვილის ცემაში თანამონაწილეობას ედავებიან. მას ბრალი 118-ე მუხლით წაუყენეს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული გურჯაანის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ჯანიაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო, დალაქიშვილის ცემისთვის ორი პირი პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა. 

დღის ამბები