19 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
შეფერხხებები გზებზე-ლარსის მიმართულებით გზა მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვის გაიხსნა

შეფერხებები გზებზე-გუდაურის გარდა, ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი კოლონები დგას საქართველო-რუსეთის საზღვარზეც. საზღვრის გადმოკვეთის მსურველებს რიგში დგომა ორივე მხარეს უწევთ. შეფერხების მიზეზი გზებზე არსებული ვითარება იყო. გუდაური-კობის მონაკვეთზე ამჟამად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა არ არის გამორიცხული უამინდობის გამო გზა მალე ისევ ჩაიკეტოს.

„დაახლოებით 16 საათი ვიყავით გაჩერებული საზღვართან. არ გამოგვიშვეს ქართულ მხარეს და არც მიზეზები უთქვამთ. ათასობით მანქანა იყო საზღვრის მეორე მხარეს,“-ამბობს ერთ-ერთი მგზავრი. 

ზვავსაშიშროების გამო გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით მოძრაობა ყველა სახის ავტომანქანისთვის აკრძალული იყო. დღის პირველი ნახევრიდან ზვასაშიშროება მოიხსნა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის დაშვებულია თუმცა ამინდის გაუარესების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ გზა ისევ ჩაიკეტოს. სინოპტიკოსები ხვალიდან დიდი ნალექს ელოდებიან. 

დღის ამბები