24 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
უკრაინა შობის დღესასწაულს ავტოკეფალიის მინიჭებით ხვდება - უკრაინის ეკლესიას ტომოსი სტამბოლში წმ. გიორგი სახელობის ტაძარში გადაეცა

უკრაინა შობის დღესასწაულს ავტოკეფალიის მინიჭებით ხვდება. ტომოსი დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების შესახებ მსოფლიო პატრიარქმა კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტს გადასცა. ისტორიული დოკუმენტი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსული ეკლესიისგან დამოუკიდებლობას ანიჭებს, პატრიარქმა ბართლომემ მიტროპოლიტ ეპიფანის კვერთხთან ერთად უბოძა და მას მომავალი დაულოცა.

მსოფლიო პატრიარქის ხელიდან კვერთხისა და ტომოსის მიღებამდე კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტმა ბართლომესთან ერთად საზეიმო საშობაო ლიტურგია შეასრულა. სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვას უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. პეტრო პოროშენკომ ამ ისტორიულ დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას და მის მთავარ მსახურს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობს. მოსკოვმა ისტორიული გადაწყვეტილების გამო კონსტანტინეპოლთან ურთიერთობა გაწყვიტა და ტომოსს ფარატინა ქაღალდი უწოდა.

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას არ ჩქარობს არც საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, სასულიერო პირები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს სინოდის კრებაზე მიიღებენ.

დღის ამბები