20 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
გაფლანგული 15 მილიონი და მოტყუებული მოსახლეობა - 2015 წელს პომპეზურად გახსნილ "რუხი მოლში" მხოლოდ სამი ობიექტი მოქმედებს ​

გაფლანგული 15 მილიონი და მოტყუებული მოსახლეობა - პროექტი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. საუბარია ენგურის ხიდითან ახლოს მდებარე "რუხი მოლზე." 5 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული სავაჭრო ზონა 2015 წელს პომპეზურად გახსნა, თუმცა ცენტრში ამ დრომდე მხოლოდ სამი მაღაზია მოქმედებს.

"რუხი მოლი," რომელიც ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარეობს, საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი და შემოსავლიანი ინდუსტრიული ზონა უნდა ყოფილიყო. 4 წლის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები აანონსებდნენ, რომ 5 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული სავაჭრო ზონა, როგორც ეკონომიკურად,ისე პოლიტიკურად წარმატებული პროექტი იქნებოდა.

დღეს კი ერთადერთი ობიექტი, რომელიც აქ სრული დატვირთვით მუშაობს „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისიც იმიტომ, რომ ხელისუფლების მომგებიანი ბიზნესის ნაწილია, რადგან გუბერნიის, აიპებ-ისა და სამართალდამცავების ავტომობილები ადგილზე ხელშეკრულებით რემონტდება.

ბრალდებებს უარყოფენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და განმარტავენ, რომ რუხი მოლის ძირითადი ფუნქცია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა იყო, თუმცა რატომ ვერ გაამართლა სავაჭრო ცენტრმა ამაზე ზუსტ პასუხი არ აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ადგილზე თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტის მუშაობა შეჩერებულია, ხელისუფლება დამატებით მილიონობით ლარის ინვესტიციას აპირებს. "რუხი მოლში" მანქანების ბაზრობის მოწყობაც იგეგემება.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები