19 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
მარაბდის ქუჩის მცხოვრებლები სამი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ - ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს

მარაბდის  ქუჩის მოსახლეობა სამი მშენებარე კორპუსის წინააღმდეგ გამოდის. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მაღალსართულიანი შენობის აგება ტერიტორიაზე დაუშვებელია და მშენებლობა წესების დარღვევით მიმდინარეობს. მშენებლობას „ნოვე დეველოპმენტი“ აწარმოებს. კომპანიის მფლობელს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის 60 ათასი აქვს გადარიცხული, რის გამოც მარაბდის ქუჩის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ კონკრეტულ კომპანიას მერიაში მფარველები ჰაყვს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მჭიდროდ დასახლებულ უბანში კორპუსების აშენებაზე ნებართვა ნარმანიას მერობის დროს უკანონოდ გაიცა. მარაბდის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ კორპუსები აშენდება მაშინ მათ სახლებამდე სასწრაფოდა სახანძრო მანქანებიც კი ვერ მივლენ.

მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის მერიამ მშენებლობა ექსპერტიზის დასკვნამდე შეაჩერა. 

დღის ამბები