25 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
"ბრექსითის" კანონპროექტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი კენჭს 15 დეკემბერს უყრის

"ბრექსითის" კანონპროექტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი კენჭს 15 დეკემბერს უყრის. მანამდე კი, თემთა პალატაში მთელი კვირის განმავლობაში დებატები გაიმართება. გეგმა, რომელიც ოფიციალური ლონდონის ევროკავშირიდან გასვლისა და მომავალი ურთიერთობის პირობებს განსაზღვრავს, პრემიერმა ტერეზა მეიმ ორგანიზაციის ლიდერებთან ნოემბრის ბოლოს შეათანხმა, თუმცა საკუთარ გუნდშივე უთანხმოების გამო კენჭისყრა ერთხელ უკვე გადადო.

მთავრობაში ადასტურებენ, რომ ამჯერად პროცესის გადადება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა დეპუტატები ევროკავშირთან გარიგებას მხარს, ბრიტანეთმა ორგანიზაციის შემადგენლობა 29 მარტს უნდა დატოვოს.

დღის ამბები