25 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
მოსამართლეთა სია უნდა იყოს გაწვეული უკან... ჩემი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია ამაზე - ბესელია მოსამართლეთა სიაზე საუბრობს

ეკა ბესელია მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებს და პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სიის გაწვევას კატეგორიული ტონით მოითხოვს.

ბესელია აცხადებს, რომ მოსამართლეთა სიის გაწვევასთან დაკავშირებით ვერავინ ვერ შეაცვლევინებს აზრს და ყველაფერს გააკეთებს საკუთარი პოზიციის დასაცველად.

„ეს სია უნდა იყოს გაწვეული უკან, ამ სიას პარლამენტი არ დაუჭერს მხარს, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პარლამენტმა, როგორც ინსტიტუციამ შეინარჩუნოს ღირსება, შეინარჩუნოს თავისი სახე და აჩვენოს, რომ ის არ არის არავის ფილიალი, რომ პარლამენტი არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღოს და უმრავლესობა არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პირობას ასრულებს საკუთარ მოსახლეობასთან დადებულს. ჩემი შემდეგი ნაბიჯები არის დამოკიდებული სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე, არანაირი ძალა არ არსებობს, ამას ვამბობ აბსოლუტურად გაცნობიერებულად, რომელიც შემაცვლევინებს ამ პოზიციას, შემაჩერებს ამ ბრძოლის გზაზე და დამახევინებს უკან,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და წასვლის მიზეზად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეთა სია დაასახელა.

დღის ამბები