19 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
სრული მობილიზება კლინიკებში-გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყო

გრიპით დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო კლინიკები იძულებულები არიან პაციენტების მისაღებად დამატებითი ადგილები გამოყონ. იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ რესპირაციული დეპარტამენტი სავსეა, ამიტომ სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს  სხვა დეპარტამენტში იღებს და მკურნალობს.

„მომართვიანობა გაზრდილია თუმცა დეკემბრის მეორე ნახევართან შედარებით დინამიკა შემცირებულია. მომართვიანობის ძირითადი მიზეზი არის რესპირაციული ვირუსული ინფექცია, რომელსაც იწვევს H1N1 ვირუსი. კლინიკაში ამჟამად ადგილები გვაქვს. რესპირაციული დეპარტამენტი სადაც ძირითადად თავსდებიან რესპირაციული ვირუსული ინფექციით პაციენტები მუდმივად სავსეა თუმცა კლინიკამ გამოყო დამატებითი ადგილები სხვა დეპარტამენტში. ამდენად კლინიკა მზად არის პაციენტებს მისაღებად,“-განაცხადა იაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა, გვანცა ჯაჯანიძემ.

სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსით დღეს კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ქალია. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები