20 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
ჩინეთის სკოლაში 49 წლის მამაკაცი ბავშვებს ჩაქუჩით თავს დაესხა

ჩინეთში დაწყებით სკოლაში თავდასხმა მოხდა. 49 წლის მამაკაცი, რომელიც პეკინის ერთ-ერთ სკოლაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, მოულოდნელად ბავშვებს ჩაქუჩით დაესხა თავს.

შემთხვევის შედეგად 20 მოსწავლე დაშავდა. სამი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე წუთში სკოლის ტერიტორიაზე დააკავეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

 

დღის ამბები