19 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელი დაჭრეს

თბილისში პატრულ ინსპექტორი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, არ კონკრეტდება, რა ვითარებაში დაიჭრეს პოლიციელი ზაზა კახნიაშვილი.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემთვევა 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ მოხდა.

პატრულ ინსპექტორი ამ დრომდე საავმყოფოში მკურნალობს. ექიმის განმარტებით, პაციენტს კისრის არეში ნაფლეთი ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

„პაციენტი შემოყვანილია შვიდში, ქუჩიდან, არის ნაფლეთი ჭრილობა კისრის არეში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო“-ამბობს ექიმი ტერეზა ოსაჩუკი.

 

დღის ამბები