24 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
„ამ ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი სქემა არის დიდი რისკის შემცველი“ - ოპოზიცია დაგროვებითი პენსიის ინიციატივაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სამოქალაქო სექტორი უკმაყოფილოა კანონის იმ ნაწილით, რომელშიც დაგროვებითი პენსია იძულებით ხასიათს ატარებს. ისინი თვლიან, რომ  გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეთა ქონებრივი მდგომარეობა, ასევე მიუღებელია ასაკობრივი დისკრიმინაციაც.

ამავე აზრს იზიარებს ოპოზიცია, რომელიც თვლის, რომ  იძულებითი დაგროვებითი პენსია რეალურად  გადასახადია, თუმცა, ოპონენტები სხვა სახის რისკებზეც საუბრობენ.

„ამ ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი სისტემა, ნებისმიერი სქემა არის დიდი რისკის შემცველი გამომდინარე იქიდან, რომ მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ თავის განვლილ პერიოდში როგორ შეიძლება, გაქრეს გარკვეული თანხები. მათ შორის, დიდი რისკის ქვეშ იმყოფება აღნიშნული საპენსიო სააგენტოს სისტემაც. მინდა გითხრათ, რომ ეს რეფორმა არ ეხება დღევანდელ პენსიონერს, ვისაც დღეს სჭირდება ნამდვილად დახმარება და დღესვეა შესაძლებელი, რომ ოთხმოცი ლარით გაზარდონ პენსია პენსიონერებისთვის. ნაცვლად ამისა, 25 წლის შემდეგ აბსურდული დაპირებისამარა ტოვებენ მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს,“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.

დღის ამბები