23 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
ჰონგ კონგის წყლებში ტანკერი დაიწვა

ჰონგ კონგის წყლებში ტანკერი დაიწვა. ბოლო მონაცემით დაიღუპა ეკიპაჟს ერთი წევრი, 21 კი ალმოდებული ბორტიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლის გაჩენამდე მათ აფეთქების ხმა გაიგეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხომალდის ზედა ნაწილი მთლიანად დაიწვა.

9 წლის წინ აგებული ტანკერი, რომელიც 17 ათას 500 ტონა საწვავს იტევს, ვიეტნამის დროშით დაცურავდა.

დღის ამბები