23 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
პირველი შეკრება საახალწლო არდადეგების შემდეგ - ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ბრექსიტის გარიგებას განიხილავს

საახალწლო არდადეგების შემდეგ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი პირველად შეიკრიბა. მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბრექსიტის გარიგების საკითხს განიხილავენ.

დოკუმენტს თემთა პალატა კენჭს 15 იანვარს უყრის.

ევროკავშირი პირობას დებს, რომ ტერეზა მეის პარლამენტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად დახმარებას გაუწევს, თუმცა, ბრექსიტის გარიგების ტექსტში ცვლილებების შეტანას კატეგორიულად გამორიცხავს.

იმ შემთხვევაში, თუ ტერეზა მეის გეგმას თემთა პალატა მხარს არ დაუჭერს, მთავრობას რამდენიმე არჩევანის გაკეთების საშუალება რჩება. მას შეუძლია, ბრექსიტის პროცესი დროებით შეაჩეროს, საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, ან ევროკავშირის წევრობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი ჩაატაროს. 

დღის ამბები