25 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
მეუფე პეტრეს სკანდალური წერილი - საპატრიარქო ახალი სკანდალის მოლოდინშია

საპატრიარქო ახალი სკანდალის მოლოდინშია. ამბავი, რომელმაც საუკუნის საქმე შექმნა, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ხმაურის მიზეზი გახდეს. თეოლოგები იმ ერთპიროვნულ და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ, რომელიც საპატრიარქოში უკვე რადიკალურ ხასიათს იღებს.

წნეხი და ზეწოლა მღვდელმთავრებზე - ამაზე სინოდის წევრები ღიად არ საუბრობენ, თუმცა, თეოლოგები ამბობენ, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დუმილს აღარ აპირებენ.

ამბავზე, რომელმაც შესაძლოა, საპატრიარქოს შიგნით დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს, არ საუბრობენ პატრიარქის სამდივნოში. ქორეპისკოპოსი იაკობი ერთადერთია, რომელიც ელოდება, ვინ გაბედავს დეკანოზ მამალაძის საქმის წამოწევას. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მღვდელმთავარმა რადიკალურ ზომებსაც მიმართოს.

ვიდრე საპატრიარქოში ახალი სკანდალი კულმინაციას მიაღწევს, დღეს უკვე გავრცელდა ერთი წერილი, რომელიც არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც გასული წლის ზაფხულში წმინდა სინოდს მისწერა და მის მიმართ გაჟღერებულ ცილისწამებაზე რეაგირება მოსთხოვა. მას შემდეგ სინოდის 46 წევრი ორჯერ შეიკრიბა, თუმცა, მღვდელმთავრის წერილი დღის წესრიგშიც არ შეიტანეს. მეუფე პეტრეს რეაგირების გარეშე დატოვეს.

ჭყონდიდელი მღვდელმთავარი მოითხოვდა, რომ ის საერო და სასულიერო პირები საეკლესიო სამართლის შესაბამისად დასჯილიყვნენ, რომლებიც მედიის საშუალებით აცხადებდნენ, რომ მეუფე პეტრეს ილია მეორე სიცოცხლის ხელყოფა სურდა. მაშინ ამ განცხადების ერთ-ერთ მოთავედ საპატრიარქოს იურისტი სახელდებოდა. დღეს ედიშერ ქარჩავას განცხადების გაკეთება აღარ სურს.

დღის ამბები