18 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
დაჭრილო პოლიციელის საქმე - შსს მომხდარის დეტალებს არ ახმაურებს

ამ დრომდე მძიმეა დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მდგომარეობა. ზაზა კახნიაშვილი კლინიკაში კისრის არეში მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით.

ექიმების განცხადებით, დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ამ დრომდე უცნობია, დაიჭრა თუ არა კახნიაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე ოფიციალური განმარტების გაკეთებას არ ჩქარობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გახარიას უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ში არც იმას ამბობენ, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. სავარაუდოდ, მეტი დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებს ექიმები დაჭრილ პატრულ-ინსპექტორთან გასაუბრების საშუალებას მისცემენ.  

დღის ამბები