19 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
"შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ "ომეგას" საქმეს არ ეხება" - პროკურატურა TBC ბანკთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ 

TBC ბანკში პროკურატურა შედის. საგამოძიებო უწყება ადასტურებს, რომ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საფინანსო დაწესებულებიდან ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია. 

პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი გრძელიშვილი, ამბობს, რომ მიმდინარეობს დოკუმენტებს შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ამ საკითხზე უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რომელ საქმეზეა საუბარი. გიორგი გრძელიშვილი ამბობს, რომ TBC ბანკთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ომეგას საქმეს არ უკავშირდება.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, TBC ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ინფორმაციას საქმეზე, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ გავავრცელებთ უახლოეს მომავალში. ერთადერთი შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ომეგას საქმეს არ ეხება ნამდვილად,“ - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.  

დღის ამბები