„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი გამოკითხეს. ზვიად კუპრავა და კიდევ ოთხი პირი თელავის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს.
გამოკითხვა ყვარელში გაშენებული „კანაბინუსის“ პლანტაციას უკავშირდება, რაზეც კუპრავამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
მისი თქმით, პოლიცია მათი წყაროს ვინაობითა და პლანტაციის ადგილმდებარეობით დაინტერესდა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, კანაფის კულტივაციის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი პარლამენტსა და სახელისუფლებო შტოებში აჩენს ეჭვს, რომ პროდუქციის გამოყენების უკან "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დგას.
ის დღესვე ყვარელში პლანტაციის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება.