19 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
საქართველოს დემოკრატიის ინდექსმა მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებისას არსებულმა დაპირისპირებამ განაპირობა -"ეკონომისტი" 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს დემოკრატიის ინდექსმა ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებულმა დაპირისპირებამ - აე შეფასება გავლენიანი ჟურნალი "ეკონომისტის" კვლევისა და ანალიზის განყოფილებამ ყოველწლიურ ანგარიშში გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, თუმცა გაუარესებული ინდექსით.

2017 წელს საქართველო 5.93 ქულით იყო შეფასებული, წელს კი ის 5.50-ნიშნულამდე დაეცა.

გარდა ამისა კვლევაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მთავრობის პოლიტიკა შეიცვალა.

"ეკონომისტის" მკვლევარებს მაგალითად მოჰყავთ ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისას გამოცხადებული მთავარი მიზეზი. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო გადადგა და არა ხალხის უკმაყოფილების გამო.

ეკონომისტის მკვლევართა მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

"ბატონი ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს არჩევნებიდან 2 კვირაში ვალის ჩამოწერა შესთავაზა“, -წერს ეკონომისტი.

დღის ამბები