17 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
დიდთოვლობა ევროპაში - ავსტრიაში თოვლის საფარის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს

ევროპაში კვლავ დიდთოვლობაა. ავსტრიაში თოვლის საფარის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. სტიქიამ ყველაზე მეტად ალპების ორი რეგიონი ტიროლი და ზალცბურგი დააზარალა. ხელისუფლებამ ორივე რაიონში ზვავსაშიშროების დონე უმაღლეს ნიშნულემდე გაზარდა. ასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

შეფერხებულია სარკინიგზო და საგზაო მოძრაობა. ანალოგიური ვითარებაა გერმანიაშიც. ქვეყნის სამხრეთით მთავარ მაგისტრალებზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. მიუნხენთან კი მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში თოვლისგან ასუფთავებდნენ რკინიგზის მონაკვეთს, რადგან მატარებელი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა.

ბოლო მონაცემით სტიქიას ევროპაში 14 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები