დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორი დღეა სრულად პარალიზებულია. მეხუთე დღეა შეჩერებულია გადაადგილება სატვირთო ავტომობილებისთვის.
„სომხეთიდან რუსეთში მივდივართ. 4 რიცხვიდან აქ ვართ გაჩერებულები. არავინ არაფერს არ გვეუბნება. სტავროპოლში მანქანები ხორბლით უნდა დავტვირთოთ,“- ამბობს მძღოლი.
რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული არ არის, ადგილზე ჯერ არ შესულა მძიმე ტექნიკა.
როგორც მძღოლები ამბობენ, მათი ინფორმაციით, შეფერხება კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა გუდაურში 12 იანვრამდე გაგრძელდება.