24 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები და კომპანიის წარმომადგენლები მგზავრობის ფასის მატებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

რუსთავი - თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაზრდაში მძღოლები და მუნიციპალიტეტი ერთმანეთს ადანაშაულებენ. კომპანია „ინტერტრანსი“ მძღოლებს 5 დღის განმავლობაში აბრალებდა, რომ სამარშრუტო ტაქსებზე ტარიფის ზრდა მათ მოითხოვეს.

„კურიერი“ მძღოლების ნაწილს ესაუბრა, რომელთა თქმითაც, საფასურის მატება მათი მოთხოვნა არ ყოფილა. მათი განცხადებით, ტარიფის გაზრდა ხელმძღვანელობამ  - კომპანია „ინტერტრანსმა“ მოითხოვა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ გაძვირებული ტარიფის გადახდას არ აპირებენ. საფასური მარშრუტის შესაბამისად, 2-დან 2,5 ლარამდე მერყეობს.

"ვერ იხდის მოსახლეობა, უჭირთ, ცოდოები არიან," - აცხადებენ მძღოლები. 

ინტერტრანსის“ დირექტორმა დღეს „კურიერს“ დაუდასტურა, რომ საფასურის გაზრდა კომპანიის გადაწყვეტილება იყო.

ტარიფის მატებას არ ეთანხმებიან რუსთავის მერიაში. ხვალ არის დაგეგმილი საკრებულოში ტრანსპორტის კომისიის სხდომა, რომელზეც სამარშრუტო ტაქსების საფასურზე იმსჯელებენ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები