19 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
ჯვრის უღელტეხილი პარალიზებულია - უამინდობის გამო ათობით ადამიანი გუდაური-კობის მონაკვეთზეა ჩარჩენილი

გრძელი ავტოკოლონა და გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები - მეორე დღეა ათეულობით ოჯახი ღამეს მანქანაში ათენებს. ჯვრის უღლტეხილზე ზვავ საშიშროებაა, რის გამოც გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მგზავრების ამბობენ, რომ ფინანსური რესურსი და პროდუქტის მარაგიც ამოეწურებათ.

ასეულობით სატვირთო მანქანის მძღოლი კი უკვე მეხუთე დღეა ელოდება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის გახსნას. ამ დღეების განმავლობაში მათ საველე პირობებში უწევთ თავის გატანა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისათვის არის აკრძალული. ფასანაურიდან გუდაურამდე და უშულოდ დაბა გუდაურში კი გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინაააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული. პერიმეტრი ინტენსიურად იწმინდება, პარალელურად უსაფრთხოების მიზნით მონაკვეთს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. 

უხვი ნალექის გამო მცხეთა მთიანეთის გარდა შეზღუდვები დაწესებულია ფარავნის უხღელტეხილზე, კოდა-ნინოწმინდის მონაკვეთზე და ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრის მიმართულებით.

დღის ამბები