23 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
ერთ ღამეში გაქურდული 15-მდე ავტომობილი - ვეძისის მცხოვრებლებს მანქანები დამტვრეული დახვდათ

ერთ ღამეში გაქურდული ათზე მეტი ავტომობილი ვეძისში. მცხოვრებლებს დილით ავტომობილების გვერდითა საქარე მინები ჩამსხვრეული დახვდათ. წაიღეს ყველა ნივთი, რაც მძღოლებმა მანქანებში დატოვეს, მათ შორის მობილური ტელეფონები, ფული და სიგარეტი.

ავტომობილების მფლობელთა უმრავლესობა ტაქსის მძღოლია, რომელებიც მუშაობას გვიან მორჩნენ და მანქანები სახლის წინ გააჩერეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ვეძისში მანქანების დაზიანებისა და ქურდობის მეშვიდე ფაქტია.

წუხანდელი ქურდობების მსგავსად, ვეძისში მომხდარ ფაქტებს პოლიცია სხვისი ქონების დაზიანებისა და ქურდობის მუხლით იძიებს, თუმცა დაკავებული არავინაა. ადგილობრივები ხელისუფლებას სთხოვენ, თუ კრიმინალს ვერ ამცირებს, ქუჩებში სათვალთვალო კამერები მაინც დაამონტაჟოს.

ვეძისში ექსპერტ-კრიმინალისტები დღესაც რამდენიმე საათი მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 მანქანა გაქურდეს, ადგილობრივებმა კი ორჯერ მეტი დაითვალეს.

ვეძისი გამონაკლისი არაა, ავტომანქანების გაქურდვის შესახებ ინფორმაცია ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ვრცელდება. 

დღის ამბები