20 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
"დაიცავი ოთხფეხა მეგობრები" - აქცია პარლამენტთან

დაიცავი ოთხფეხა მეგობრები - პარლამენტთან აქცია გაიმართა. მიზანი და მოთხოვნა კანონის და სასჯელის გამკაცრებაა იმ პირების მიმართ, ვინც სასტიკად უსწორდება ცხოველებს.

მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ახლა მოქმედი კანონი მხოლოდ მცირე ჯარიმას ითვალისწინებს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საპატიმრო ან სხვა უფრო მძიმე სასჯელს ითხოვენ. კანონპროექტი დიდი ხანია შესულია პარლამენტში, თუმცა დეპუტატებმა მის განსახილველად ვერ მოიცალეს. 

„ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი, როცა ცხოველს ვინმე ცუდად ეპყრობა, ეს ისჯება ფულადი ჯარიმით. ჩვენთვის ეს კანონი არის ძალიან მიუღებელი და მოვითხოვთ ამ კანონის გამკაცრებას. დამნაშავე უნდ დაისაჯოს სასტიკად,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მოლი მეტრეველი. 

დღის ამბები