19 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
TBC საქმე - ომბუდსმენი პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ჩაერთვება 

სახალხო დამცველი TBC ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა საქმის შესწავლა ჯერ არ დაუწყია. ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველის მოადგილემ გააკეთა. გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ომბუდსმენი ინფორმაციას მედია საშუალებებისგან იღებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველისთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

„მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია არის ჩვენთვის მთავარი წყარო პროაქტიურად ინფორმაციის მიღების. თუ კი მოახდენს კონკრეტულად, რომელიმე პირი მოწოდებას ინფორმაციის, ეს არის განცხადებით, ამ შემთხვევაში ეს ორი მთავარი ძირითადი წყარო გვაქვს ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. ასევე გვექნება რეაგირება თუ კი საჯაროდ გაჟღერდება, რომელიმე კონკრეტული პირის შესაბამისი ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ . ესეთი განცხადებები ჯერ ჯერობით არ მოგვისმენია. თუ კი ესეთი განცხადებები იქნება აუცილებლად დავიწყებთ ჩვენი პროაქტიური გზით წარმოებას,“-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მთავარმა პროკურატურამ TBC ბანკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საუბარია 17 მილიონ ლარზე, რომლის სავარაუდო გათეთრებასაც საგამოძიებო უწყება სწავლობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები