24 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
H1N1-ის მორიგი მსხვერპლი 22 წლის გოგონაა - ვირუსის ტიპის დასადგენად ლუგარის ლაბორატორიას 24 საათი სჭირდება  

H1N1-ის კიდევ ერთი მსხვერპლი - ექიმებმა 22 წლის გოგოს გადარჩენა ვერ შეძლეს. დღეს ლუგარის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ 22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი სწორედ H1N1 ვირუსი იყო. ეს ლაბორატორიულად დადასტურებული მეცამეტე შემთხვევაა.  

ლუგარის ლაბორატორიაში 24 საათია საჭირო იმისათვის, რომ ვირუსის ტიპი განისაზღვროს. ოთხი ვირუსოლოგი ლაბორატორიაში სეზონურ-ინფექციურ და გადამდებ დაავადებებს სწავლობს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კვლევითმა ცენტრმა საქართველოს დიდი ქალაქების კლინიკებიდან 600- ზე მეტი ნიმუში შეისწავლა, საიდანაც H1N1-ის 256 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებს რუსულ ნარატივს უკავშირებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მათთვის გაუგებარია, რას ემსახურება რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიის უარყოფითი კამპანია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამო 845 პაციენტია ჰოსპიტალიზებული. აქედან 44 რეანიმაციაში რჩება.

ქვეყანაში H1N1-ის ვირუსის შემთხვევების შემცირებებს ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკო ფაქტს ოჯახის ექიმთან დროული მიმართვიანობით ხსნის. მინისტრი ფარმაკოლოგიურ კომპანიებს პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების შემცირებისკენ მოუწოდებს.

დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით ე.წ. ღორის გრიპის პიკი გადავლილია, თუმცა მეორე ტალღას სპეციალისტები თებერვალში ელოდებიან.

დღის ამბები