19 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
„ირიბად დადასტურდა, რომ მოსამართლე სია არის ბიძინა ივანიშვილის გულის ნადები" - გუბაზ სანიკიძე

„ირიბად დადასტურდა, რომ მოსამართლე სია არის ბიძინა ივანიშვილის გულის ნადები,“- ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი, გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მოსამართლეების დანიშვნის საკითხსა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე მიმართვაში დაწერა. განცხადებაში ივანიშვილმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და გააკრიტიკა. ექსპრემიერმა გედევან ფოფხაძის გვარიც ახსენა. 

გუბაზ სანიკიძის შეფასებით, საქმე გვაქვს ხელისუფლების უზურპაციასთან.

„ის, ფაქტობრივად, მხარს უჭერს ე.წ. კომკავშირელების გუნდს, ნორჩ ბიძინელებს, რომლებიც არიან „ქართულ ოცნებაში“, რომლებსაც უნდოდათ ამ მოსამართლეების გაყვანა,“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე დღეს წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერის საპასუხოდ კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები