19 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
რაც არ მომხდარა, რატომ უნდა გავცე პასუხი - ზურაბიშვილი იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის შესაძლო გაწვევაზე საუბრობს

"ჯერ ერთი, რაც არ მომხდარა, რატომ უნდა გავცე პასუხი, არ არის ეს ნორმალურიო პრაქტიკა,“- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის იუსტიციის საბჭოდან არავის მიუმართავს წინადადებით, რომ ანა დოლიძე საბჭოს შემადგენლობიდან გაიწვიოს და შესაბამისად, ის ვერ უპასუხებს ამ შეკითხვას.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის ცოტა ხანია, რაც პრეზიდენტია და იუსტიციის საბჭოს მუშაობას აკვირდება და ამ ეტაპზე ვერ ხედავს მიზეზს, რომ ანა დოლიძე გაიწვიოს.

„ახალი მოსული ვარ. ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას. არ ვიცი, ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები