20 აპრილი 2024,   11:15
ვრცლად
სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი - ჯანდაცვის უწყებაში აღიარეს, რომ ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა

სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაცვლილი 28 წლის ქალი კახეთში, მის საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

გარდაცვლილი რამდენიმე დღის განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მან ერთი კვირის წინ იმშობიარა. პატარა თავს კარგად გრძნობს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 28 წლის ქალი ე.წ. ღორის გრიპს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის უწყებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი არ იყო, რადგან ის ლაბორატორიულად არ დადასტურდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ღიად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ 4 იანვარს H1N1-ის ვირუსის კლინიკური ნიშნებით მოათავსეს საავადმყოფოში და ექიმებმაც დაადასტურეს, რომ ფატალური შედეგი ვირუსის გართულებამ გამოწვია, ჯანდაცვის უწყებაში აღიარეს, რომ ამ შემთხვევაზე ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა.

დღის ამბები