19 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
აფეთქება პარიზში - საფრანგეთის ხელისუფლებამ დაღუპულთა რაოდენობა დააზუსტა

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დააზუსტა. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქის ცენტრში მდებარე საკონდიტროში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი მეხანძრე და ერთი ესპანელი ქალი, რომელიც მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.

სამაშველო ჯგუფი ადგილზე ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მივიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. შენობაში მასშტაბური ხანძარიც გაჩნდა. დაშავდა 47 ადამიანი, მათ შორის 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ისინი საავადმყოფოებში ავიაციის დახმარებით გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა შენობის პირველი სართული, დაზიანდა მიმდებარე ნაგებობებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები