20 იანვარი 2022,   08:44
ვრცლად
საქართველოში გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგი შემოვა

H1N1-ის ვირუსის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგი შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სპეციალისტები ვირუსის პიკს თებერვლის ბოლოს ელოდებიან.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გაგრძელდეს მოსახლეობის ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი იმ პირებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

„გუშინდელი დღიდან გადავერთეთ ახალ პროტოკოლზე, როდესაც საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრები დღეს 12 საათამდე გასცემენ ყველა ჯგუფზე. 12-მდე იმიტომ, რომ 12 საათამდე დასრულდება ყველა რეგიონში სააფთიაქო დისტრიბუცია, უკვე მოწესრიგებული იქნება. ასევე დაემატა მესამედ მიმართულება, ჯერჯერობით თბილისში 5 ოჯახური მედიცინის ცენტრი, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პაციენტს, რომელსაც დაესმევა ასეთი დიაგნოზი და ექიმი საჭიროდ ჩათვლის მკურნალობას, ადგილზე შეეძლებათ ასევე უფასოდ მიიღონ ეს პრეპარატი,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები