22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
დედამ შვილი დაჭრა - მარნეულში მომხდარი ძალადობის ახალი დეტალები

მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც საკუთარმა დედამ დაჭრა, უცნობი მამაკაცი აშანტაჟებდა. შემთხვევა მარნეულში დილით მოხდა.

სოფელ ყიზილაჯლოში ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამოც დედამ შვილს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი კონფლიქტური არ ყოფილა და გაუგებარია, რამ მიიყვანა ქალი იმ ზომამდე, რომ შვილისთვის მძიმე დაზიანებები მიეყენებინა.

დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად გავრცელებული ინფორმაცია სახელდება, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ქალს უცნობი მამაკაცი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით ემუქრებოდა.  

„გავიგე, თითქოს, ვიღაც აშანტაჟებდა. მთელი მარნეული ამაზე ლაპარაკობს. დედამ შვილი დაჭრა და ეგაა მიზეზიო. ამ გოგოზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენი მეზობლები არიან და ოჯახი კარგია,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

30 წლის ქალი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. ის კლინიკაში ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით, მიყენებული ორი შემავალი ჭრილობით შეიყვანეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის დედა დააკავეს. მას ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები