24 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უტევს თავისუფალ მედიებს - ზალიკო უდუმაშვილი 

„სალომე ზურაბიშვილი ორკესტრირებულად ამ ხელისუფლების სხვა შტოების უმაღლეს პირებთან ერთად, პირდაპირ უტევს თავისუფალ მედიებს,“ - ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზალიკო უდუმაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება.

უდუმაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კრიტიკული აზრის შეზღუდვას ცდილობენ.

ზალიკო უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ პირველი ამოცანა ქვეყანაში დამოუკიდებელი სიტყვის დაცვა უნდა იყოს.

„სწორედ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი გარანტორი, რომ ქვეყანაში დაცული იქნება მედიის თავისუფლება, თუმცა ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ პირიქით. სალომე ზურაბიშვილი ორკესტრირებულად ამ ხელისუფლების სხვა შტოების უმაღლეს პირებთან ერთად, პირდაპირ უტევს თავისუფალ მედიებს და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ დღეს „ქართული ოცნება“, ისევე როგორც 6 წლის წინ, მის მთავარ მტრად სწორედ აღიქვამს თავისუფალ სიტყვას. გავიხსენოთ ყველამ ერთად „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ახლა მთავარია არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ დაცული იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მთავარი დემოკრატიული ღირებულებები, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლება,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღესვე კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მკაფიო განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები