17 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
„ქართულ ოცნებას" მუდმივად აქვს მცდელობა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს" - ჭიაბერაშვილი 

სალომე ზურაბიშვილის მიერ ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას „ევროპულ საქართველოში“ აფასებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ხელისუფლების რეალური მიზანი თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს.

„ქართულ ოცნებას" მუდმივად აქვს მცდელობა, შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში და ეს ხდება არა მხოლოდ იმით, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებს, მაგალითად „რუსთავი 2-ს" ებრძვიან, არამედ ზოგადად, კანონმდებლობის შეცვლა უნდათ ისე, რომ ყველა კრიტიკული ხმა, ეს იქნება მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში თუ ზოგადად საზოგადოებაში, ჩაახშონ და მარტო საზოგადოებამ ილაპარაკოს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს ან ნებისმიერ მათგანს უნდა. წარმოუდგენელია რაიმე ტიპის ფორმულირება, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოვიდეს კონსტიტუციასთან და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის ევროპულ კონვენციასთან,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღესვე კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მკაფიო განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები