19 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
ცხოვრება ბუნებრივი აირის გარეშე - ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი პრობლემის მოგვარებას ითხოვს  

კახეთის რაიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი წლებია, ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ახაშენში ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში გაზმომარაგება და კეთილმოწყობილი გზა მათთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა. იხსენებენ იმასაც, რომ ყოველი არჩევნების წინ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პრობლემის გადაჭრას ჰპირდებიან, თუმცა შემდეგ არ ასრულებენ. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს ადგილობრივი ორგანოდან მერი და გამგებელი ესტუმრა. როგორც ლეილა ჯოხაძე იხსენებს, მერის დაპირებით, ახმეტის სოფლების გაზიფიცირება 2018 წლის დეკემბრიდან დაიწყებოდა.

„კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ახმეტის მერის მოადგილე დანაპირებს ვერ იხსენებს. ვაჟა ნასყიდაშვილი განმარტავს, რომ გაზიფიცირება ახმეტის სოფლებში ტენდერის გამოცხადებისთანავე, 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ოპოზიციის წევრებიც ადანაშაულებენ. 

 

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი, ია გულიაშვილი 

დღის ამბები