19 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
კალანდას ტრადიცია - ძველით ახალ წელს ყველაზე გამორჩეულად გურიაში აღნიშნავენ  

ახალი წლის პირველი დღე, ანუ კალანდა გურიაში 13 იანვრის ღამეს, 12 საათზე დგება. საქართველოს არც ერთ კუთხეში ისე არ აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც გურიაში.

ახალი წლის პირველი დღის, იგივე კალანდას შემოსვლას გურულები საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციებითა და სიახლეების იმედით ხვდებიან.

ტრადიციული წესების დაცვით, კალანდას გურულები, თითქმის, აღარ აღნიშნავენ, ამიტომ სოფელ ცხემლისხიდში ცნობილი ლოტბარის, გიორგი სალუქვაძის ოდა-სახლში გამართული დღესასწაული მხოლოდ თეატრალიზებული სანახაობაა. 

ტრადიციის მიხედვით, ბუხარში მხოლოდ თხმელის შეშა უნდა დაინთოს, რომელსაცკალანდობამდე ერთი დღით ადრე ამზადებენ. 

 

 

 

ავტორი: ლადო მენაბმდე 

დღის ამბები