19 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
რუსეთში გაზის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში გაზის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება როსტოვის ოლქში, ქალაქ შახტში 9 სართულიან კორპუსში მოხდა. ჩამოინგრა ბოლო ორი სართული.

კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 4 ადამიანს ეძებენ. 7 დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.

გამოძიების ცნობით, აფეთქება ბოლო სართულზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ გარდაცვლილი ბავშვი იყო, თუმცა მოგვიანებით რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა, რომ აფეთქების დროს ქალი დაიღუპა. 

დღის ამბები