პრემიერმინისტრის საახალწლო მისალოცი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლკოვნიკს - ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძემ სამშობლოს წინაშე მისი დამსახურებები დაუფასა. მისივე თქმით, ასეთივე მილოცვა მას კვირიკაშვილისგანაც აქვს მიღებული.
„ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე. აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია. ყოველ წელიწადს მომდის მოლოცვები, როგორც ვეტერანს მომილოცა კვირიკაშვილმა შარშან და საჩუქრებიც კი მივიღეთ, ერთი ბოთლი კონიაკი იყო და ერთი ბოთლი ღვინო,“- ამბობს წითელაშვილი.
“ქართული ოცნების“ დეპუტატები კი უხერხულ კითხვებს გაურბიან და ვეღარც კი იხსენებენ, ვინ არის წითელაშვილი.
ტრისტან წითელაშვილი სასჯელს ჯაშუშობისთვის იხდიდა და ის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.