25 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
ლედი გაგა კრიტიკოსთა რჩეული გახდა

ლედი გაგა კრიტიკოსთა რჩეული გახდა. დაჯილდოების რიგით 24-ე ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა. ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობის ტიტული ლედი გაგამ გლენ ქლოუზთან ერთად გაიყო.

საღამო მომღერლისთვის ემოციური სხვა მიზეზის გამოც აღმოჩნდა. შოუს დროს ლედი გაგამ შეიტყო, რომ საყვარელი ცხენი უკვდებოდა.

მუსიკოსი საუკეთესო სიმღერისთვისაც დააჯილდოვეს. კინოკრიტიკოსებმა მამაკაცებს შორის საუკეთესო მსახიობად კრისტიან ბეილი აღიარეს. წლის საუკეთესო რეჟისორი ალფონსო კუარონი გახდა, მისმა სურათმა „რომა“ კი ჯილდო წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოიპოვა.

დღის ამბები