20 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
მასშტაბური საკადრო წმენდა სუს-ში - თანამდებობები გოგაშვილის გარემოცვის წევრებს დაატოვებინეს 

მასშტაბური საკადრო წმენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - "კურიერის" ინფორმაციით, რეგიონული სამსახურების პირველ პირებს თანამდებობები დაატოვებინეს.

საკადრო გადაადგილებას ექვემდებარება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გარემოცვის წევრებად სახელდებიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკადრო წმენდა სუს-ში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში ხელისუფლებისთვის არასასურველ შედეგებსა და მეორე ტურში გარკვეული რეგიონების წაგებას უკავშირდება.

"კურიერში" 21:00 საათზე - პოლიტიკური შურისძიება არჩევნების წაგებული პირველი ტურის გამო. რა ელოდება თავად სოსო გოგაშვილს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიღმა დარჩეს

დღის ამბები