25 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
"ვერ ვხედავ ღელვის საფუძველს" - საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ კრიტიკას ლევან სურგულაძე ეხმაურება

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ კრიტიკას საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე, ეხმაურება. მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში იყენებენ დაგროვებითი პენსიის მსგავს მოდელს.

ლევან სურგულაძე პეტიციის შექმნასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„ყველას აქვს თავის აზრის გამოთქმის უფლება, მათ შორის, პეტიციისაც და მე არ ვფიქრობ, რომ ამ რეფორმას რაიმე საფრთხე ემუქრება ამ მხრივ. ჩვენი რეფორმა სტრუქტურირებულია და მოდელი არის ისეთი, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი... მე ვერ ვხედავ აქ რაიმე ღელვის საფუძველს,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მოქალაქეები პენსიის იძულებით დაგროვებას ეწინააღმდეგებიან და რეფორმის შეჩერებას ითხოვენ. პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც. ისინი რეფორმის ამუშავების გადადებას ითხოვენ.

პირველი იანვრიდან დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდა, სადაც 40 წლამდე მოსახლეობის ჩართვა სავალდებულოა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები