20 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ინციდენტი გურჯაანის აგრარულ ბაზარში - ფიზიკური დაპირისპირების დროს 70 წლამდე ქალი დაშავდა

ინციდენტი მოხდა გურჯაანის აგრარულ ბაზარში. ნაცემია 70 წლამდე დამლაგებელი ქალი, რომელსაც ამავე ბაზრის სხვა დამლაგებელი ქალბატონი ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებულს მოტეხილი აქვს ქვედა კიდური და მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი მხარეებს შორის ძველი წყენა გახდა.

ორივე მათგანი ბაზრის ტერიტორიას ალაგებდა და მათ შორის ჩხუბი, ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენჯერმე სხვა დროსაც მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის, მუხლით დაიწყო.

დღის ამბები