24 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
მოსკოვის სასამართლომ 8 უკრაინელი მეზღვაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის უშიშროების სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 8 უკრაინელი მეზღვაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე მეზღვაურებმა მოსამართლის შეკითხვებს არ უპასუხეს და საკუთარი თავი სამხედრო ტყვეებად გამოაცხადეს.

24 უკრაინელი მეზღვაური, სამხედრო გემებთან ერთად, რუსებმა 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

დღის ამბები