19 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მოპოვება ქართველი მუსლიმების სულიერმა ლიდერებმა მიულოცეს

უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მოპოვება ქართველი მუსლიმების სულიერმა ლიდერებმა მიულოცეს.

მათი განცხადებით, ეს უკრაინელი ერისთვის დიდი მონაპოვარია და წინ გადადგმული ნაბიჯია იმპერიული მარწუხებისგან თავის დასაღწევად.

"უკრაინელ ხალხს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ვულოცავთ. უკრაინელებისთვის ეს დამოუკიდებლობა დიდი მონაპოვარია. ყველა რელიგია: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი თავისუფლებას ქადაგებს. ამიტომაც რელიგიას იმპერიები კი არ უნდა მართავდნენ, არამედ თავისუფალი უნდა იყოს," - განაცხადა მარნეულის იმამ ალის სახელობის მთავარი მეჩეთის წინამძღვარმა, ჰაჯი ჰაჯიევმა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა და თავმჯდომარემ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი ვარაუდით, სიფრთხილესთან გვაქვს საქმე, რადგან დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესიების დამოუკიდებლობა რუსეთმაც არ აღიაროს.

"ვულოცავთ უკრაინელ ხალხს ეკლესიის ავტოკეფალიას. ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში უკრაინული ეკლესია რუსეთის გავლენის ქვეშ იყო და შესაბამისად, ეს დამოუკიდებლობა ამ ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. რაც შეეხება საქართველოს საპატრქიარქოს პოზიციას, მგონია, რომ აქ უფრო სიფრთხილესთან გვაქვს საქმე, რადგან დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესიების დამოუკიდებლობა რუსეთმაც არ აღიაროს. აქ მთავარია მსოფლიო პატრიარქის პოზიცია, რომელმაც უკრაინული ეკლესია დამოუკიდებლად აღიარა," - განმარტა მირთაღი ასადოვმა.

დღის ამბები