19 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
გერმანიის რვა უმსხვილესი აეროპორტის მუშაობა პარალიზებულია

გერმანიის რვა უმსხვილესი აეროპორტის მუშაობა პარალიზებულია. მიზეზი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა გახდა.

ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. მათი პროტესტის გამო, ასობით რეისი გადაიდო. დაზარალდა 220 ათასზე მეტი მგზავრი.

გაფიცვა შეეხო ჰამბურგის, ჰანოვერის, ბრემენის აეროპორტებს. მოგვიანებით გაფიცულებს შეუერთდნენ ფრანკფურტის, მიუნხენის, ლაიფციგისა და დრეზდენის აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

გაფიცვა გამთენიისას დაიწყო და გერმანიის დროით, საღამოს 8 საათზე სრულდება.

დღის ამბები