23 აპრილი 2024,   10:17
ვრცლად
"რომელ უკრაინას ვულოცავთ და რომელ უკრაინას ვუჭერთ მხარს, ვერ გავიგე" - დეკანოზი დავით ისაკაძე

„რაც შეეხება იმას, რომ უკრაინელ ხალხს მივულოცოთ, მე მინდა, გითხრათ, რომ კანონიკური ეკლესიის, რომელსაც მიტროპოლიტი ონოფრი ხელმძღვანელობს, 100% შეადგენენ უკრაინელი ხალხის და ჩვენ რომელ უკრაინას ვულოცავთ და რომელ უკრაინას ვუჭერთ ახლა მხარს, ვერ გავიგე,“ - ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამა დავით ისაკაძე უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მილოცვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანები, ვინც გაერთიანებული კრება მოაწყვეს და შექმნეს ეს ვითარება, არიან განხეთქილებაში მყოფი ადამიანები, სადაც ადამიანი ვერ ცხონდება. ამიტომ ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანები არ ცხონდნენ, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები ცხონდნენ,“ - განაცხადა

ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში აცხადებენ, რომ წმინდა სინოდის სხდომას ელოდებიან.  მღვდელმთავრების შეკრება ბოლოს დეკემბერში გაიმართა და რიგითობით სინოდის შემდეგი სხდომა გაზაფხულამდე დაგეგმილი არ არის.

საქართველოს ეკლესიის წევრებმა კი ​წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს. შეიქმნა სპეციალური პეტიცია სახელწოდებით - "უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს", სადაც განმარტებულია მხარდაჭერის მიზეზები.

ამავე თემაზე
დღის ამბები